|
"ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა. არგენტინელმა თავდამსხმელმა სეზონში 50-გოლიანი ნიშნული უკვე მეოთხედ გადალახა. აქამდე მან ეს 2010/11 (53 გოლი) 2011/12 (73) და 2012/13 (60) სეზონებში გააკეთა.
ლეო მესის, ამჟამად, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 40 გოლი აქვს გატანილი და მასზე წინ მხოლოდ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, რომლის ანგარიშზეც 42 გოლია.
|