5:41 PM “ობამეიანგი არ იყიდება” | |
![]() დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა მენეჯერმა, მიხაელ ცორკმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ჭორები უარყო. “პიერ-ემერიკი “დორტმუნდის” ფეხბურთელად რჩება. ფაქტია, ამ ზაფხულში მის გაყიდვას არ ვაპირებთ”, – ციტირებს ცორკის სიტყვებს გერმანული გამოცემა Bild. – “თუმცა გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი მაინც დატოვებს. თქვენ ამას შემდეგ კვირაში შეიტყობთ”. ბუნდესლიგის გასულ სეზონში ობამეიანგმა 33 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 6 ასისტი შეასრულა. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაბონელი ფეხბურთელის შეძენით “პსჟ”, “ინტერი” და “არსენალი” იყვნენ დაინტერესებულნი. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |
